1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმერ ბედუკაძეს დღეს, გვიან ღამით დააკავებენ

ჩამოტვირთვა

ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძეს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად ბედუკაძე სამშობლოში უკვე გამოემგზავრა და თბილისში დაახლოებით 00:30 საათისთვის ჩამოვა. "ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში დღეს ჩამოვა, უკვე წამოსულია. რეისს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვაკონკრეტებ, მაგრამ თბილისში ამაღამ იქნება. ვინაიდან გაცემულია მისი დაპატიმრების უწყება და აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენისთანავე მოხდება მისი დაკავება, თუმცა მან ეს იცის და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის", - განმარტა აფციაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები