1 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ტიგრან სარქისიანს შეხვდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სომხეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პირისპირ შეხვედრა ტიგრან სარქისიანთან სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხი კეთილმეზობლური პოლიტიკის კონტექსტში უნდა გადაწყდეს. მოგვიანებით იგეგმება გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით დღეს დილით ეწვია. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და რეინტეგრაციის მინისტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები