1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ პროექტს საპარლამენტო კომიტეტები დღეს განიხილავენ

ჩამოტვირთვა

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის საფუძველზეც, ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი ხდება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. ამ საკითხზე დღეს გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაც. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, რომლის ინიცირებაც ბიუროს 14 იანვრის სხდომაზე მოხდა, თბილისისა და ქუთაისის სასამართლოები მიმდინარე წლიდან 2014 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. თავის მხრივ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთ შემთხვევებს გულისხმობს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონით განსაზღვრული თანამდებობის ყოფილ თუ მოქმედ წარმომადგენლებს და მათთან ერთად დანაშაულის ჩამდენ პირებს ეხებათ. კანონმდებლობის თანახმად, "თანამდებობის პირებში" იგულისხმება ყველა რანგის სახელმწიფო მოხელე - პრეზიდენტით დაწყებული ადგილობრივი მმართველი ორგანოების წარმომადგენლებით დასრულებული. ამასთან, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს სთავაზობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ხმალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია, თუმცა პარლამენტის ბიუროზე მისი ინიცირება ჯერ არ მომხდარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები