1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილისა და ნოდარ ხადურის ტელედებატები 22 იანვარს გაიმართება

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ტელედებატები 22 იანვარს, ტელეკომპანია" რუსთავი-2"-ის ეთერში გაიმართება. "რუსთავი 2"-ის ცნობით, ნოდარ ხადური და ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტ ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციის" სტუმრები იქნებიან. ვანო მერაბიშვილმა ნოდარ ხადურთან ქვეყნის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ტელედებატების გამართვის მზადყოფნა გუშინ გამოთქვა. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის განცხადებით, ის სიამოვნებით მიიღებს ფინანსთა მინისტრთან ტელედებატებში მონაწილეობას საბიუჯეტო კრიზისის საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მან გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა. ამასთან, ყოფილი პრემიერის განცხადებით, მზად არის, სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებითაც იდებატოს. ვანო მერაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო. მისი თქმით, საბიუჯეტო კრიზისი საქართველოს ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით არის გამოწვეული. დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. "საქართველოში საბიუჯეტო კრისიზი არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტთან, ქვეყანის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით, მზად ვარ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან დებატებში მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები