1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიების ფორმატში მუშაობას განაახლებს

ჩამოტვირთვა

პარლამენტი დღეიდან რიგგარეშე სესიების ფორმატში მუშაობას განაახლებს. რიგგარეშე სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნება, სადაც მიმდინარე კვირის პარლამენტის სხდომებისა და საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგს განსაზღვრავენ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის განცახდებით, მიმდინარე საკითხების გარდა პარლამენტში შესულია რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობიდან, მათ შორის ეს ეხება ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ კანონპროექტს და დეპუტატები მათზე მუშაობას შეუდგებიან. იმერლიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომები მომავალი კვირის გარდა, შემდგომ კვირაშიც გაგრძელდეს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საგაზაფხულო სესია 5 თებერვლიდან უნდა განახლდეს, რიგგარეშე სესია კი პრეზიდენტისგან ოფიციალურ მოწვევას საჭიროებს, რა თხოვნითაც მას პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები