1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტმა შეჩერებულ მშენებლობებზე ისაუბრა

ჩამოტვირთვა

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ალილოს მონაწილეებისთის ძღვენის გატანის შემდეგ, კომენტარი გააკეთა იმ ახალ პროექტებთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობაც ახალმა მთავრობამ შეაჩერა. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი მშენებლობა შეჩერდა. ,,ჩვენ ვიყავით მისული იმ ზღვარს, რომლის იქეთ, ასეთი სახის განვითარება იწყებოდა. ბევრი პროექტი უკვე იყო დაწყებული’’-განაცხადა პრეზიდენტმა და ჟურნალისტებს 40-სართულზე უფრო მაღალი მშენებლობის მაკეთი წარუდგინა, რომელი თბილისის ცენტრში უნდა აშენებულიყო და რომელიც პრეზიდენტის თქმით, დაასაქმებდა 20 ათას ჩვენს თანამოქალაქეს. ,,ეს იყო უცხოელი ინვესტირების გასაკეთებელი, თუმცა გუშინწინ საამიროებში მითხრეს, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ ამ სასტუმროს პროექტი შეაჩერა. ე.ი. 20 000 ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დატოვეს სრულიად აბსურდული გამოგონილი საბაბით’’-განაცხადა პრეზიდენტმა და რეგიონებში შეწყვეტილი რამდენიმე პროექტიც დაასახელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები