1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლეონიდ თიბილოვი თბილისისგან "მატერიალური ზარალის" ანაზღაურებას ითხოვს

ჩამოტვირთვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ნებისმიერ კონტაქტს გამორიცხავს, ვიდრე თბილისი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ოსების გენოციდს არ აღიარებს". როგორც თიბილოვმა ცხინვალში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, "სამხრეთ ოსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან არანაირ კონტაქტზე არ წავა, ვიდრე საქართველო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ოსი ხალხის გენოციდს არ აღიარებს". "საქართველომ უნდა აანაზღაუროს მატერიალური ზარალი, რომელიც რესპუბლიკას აგრესიის 20 წლის მანძილზე მიაყენა". "თავის დროზე, შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ჩვენ დავითვალეთ ეს ზარალი – 1992 წლის ფასებში მან 32 მილიარდი რუბლი შეადგინა", - განაცხადა თიბილოვმა და დასძინა, რომ ვიდრე ეს პირობები არ იქნება შესრულებული, საქართველოსთან არანაირი კავშირი არ იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები