პოლიტიკა
ავღანეთში დაღუპული ქართველი სერჟანტის გადმოსვენება
2013-01-02 02:41:35
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სერჟანტის - გიორგი კიკაძის ცხედარი თანამებრძოლებთან ერთად ავღანეთიდან საქართველოში გამოაცილა.
გიორგი კიკაძე საქართველოში დღეს, 1 იანვარს ჩამოასვენეს. აეროპორტში ცხედარს თავდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში.
სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
სერჟანტი გიორგი კიკაძე 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა.
კომენტარები