მსოფლიო
პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა
2012-12-29 14:56:11
ჩამოტვირთვა
მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა. გთავაზობთ ფრაგმენტს პროკურატურის განცხადებიდან:
"2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით ზურაბ ადეიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად. ზურაბ ადიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება. რაც გამოიხატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
ზურაბ ადეიშვილმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" "ბ" ,,დ" ,,ე" ,,ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-145-ე მუხლით და დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
კომენტარები