პოლიტიკა
დაკითხვაზე ვარშალომიძის მისვლას შეხლა-შემოხლა მოჰყვა
2012-12-29 08:37:34
ჩამოტვირთვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის გამოცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შეხლა-შემოხლა მოჰყვა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდა იყო, ვარშალომიძეს ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. იქვე იმყოფებოდნენ ვარშალომიძის მხარდასაჭერად მისული მოქალაქეებიც. მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თავად ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის დაიბარეს, მოკლედ უპასუხა: „არ ვიცი, ალბათ, ასეთი ლამაზი ბათუმის აშენებისთვის“. დაახლოებით სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ ლევან ვარშალომიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა.
კომენტარები