მსოფლიო
ჯონდი ბაღათურია პარლამენტს იმპიჩმენტის დაწყებისკენ მოუწოდებს
2012-12-27 15:33:25
ჩამოტვირთვა
ჯონდი ბაღათურია საქართველოს პარლამენტს მიმართავს და პრეზიდენტის იმპიჩმენტისკენ მოუწოდებს. „ქართული დასის“ ლიდერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელს უშლის ახალ ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში: კერძოდ, საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის მიღებაში. ბაღათურია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება, კერძოდ კი ამა, თუ იმ შემთხვევაში ვეტოს დადების უფლებამოსილება გამოიყენა, „ქართული ოცნება“ დასახულ მიზნებს ვეღარ განახორციელებს.
კომენტარები