მსოფლიო
ვინ და რატომ ყრის პარლამენტის დარბაზის ჭერიდან ხის ნაჭრებს
2012-12-26 17:31:05
ჩამოტვირთვა
უხარისხო მშენებლობის შედეგი თუ წინასწარგამიზნული პანიკა - ფბ-ს გვერდზე „პარლამენტი online” გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც გარკვევით ჩანს, რომ სასესიო დარბაზში, შესვენების დროს პარლამენტის შენობის ორი თანამშრომელი ჭერიდან ხის ნაჭრებისჩამოყრას ცდილობს. უკავშირდება თუ არა ეს მცდელობა საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში დღეს „დაანონსებულ“ მიწისძვრას, უცნობია. ასევე უცნობია, ხომ არ კეთდება ეს იმ მიზნით, რათა პარლამენტის დარბაზის უვარგისობის შესახებ ხმები კიდევ უფრო გამყარდეს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჭერიდან ხის მასალის ნაწილები ჩამოიყარა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რამდენიმე წევრმა სასწარფოს ბრიგადის გამოძახება და მორიგეობის დაწესება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პანიკის ატეხვა საჭირო არაა, რადგან ჭერიდან უმნიშვნელოდ მცირე სამშენებლო ნაწილი ჩამოცვივდა.
კომენტარები