მსოფლიო
როლანდ ახალაია პროკურატურაში არ ცხადდება და საჯაროდ დაკითხვას ითხოვს
2012-12-26 13:05:43
ჩამოტვირთვა
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ყოფილი საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია აცხადებს, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს: მისი თქმით, მზადაა, ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი, მაგრამ ამას მხოლოდ საჯაროდ გააეთებს. ამავე დროს, პარლამენტის წევრი იხსენებს ირაკლი ალასანიას მუქარას და ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ალასანია დაჭერით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკას არ ჩამოშორდებოდა. „რაც ამჟამად ხდება, არაფერი აქვს საერთო სამართალთან. მე მთელი ჩემი ცხოვრება კორუფციასა და უკანონობას ვებრძოდი და მინდა მათ ვუთხრა, რომ არ მეშინია: მოდით და დამიჭირეთ, თუ თქვენი მიზანი ეს არის“, - ამბობს დეპუტატი.
კომენტარები