პოლიტიკა
ჟირინოვსკი ჯორჯ ბუშ უმცროსს: არ გაბედო ბაღდადისთვის სროლა, ერთად დავკრათ თბილისს!
2012-12-26 12:01:11
ჩამოტვირთვა
სოცქსელებში იხსენებენ რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი მიმართვას აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისადმი, რომელიც 2008 წელსაა ჩაწერილი.
სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჟირინოვსკი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, დაუჯეროს რუსეთის პრეზიდენტს, რომელმაც ცალსახად და გასაგებად უთხრა, რომ ბაღდადს არ უნდა ესროლოს (იგულისხმება ერაყის კამპანია).
„ბაღდადი შენი სამარე გახდება, ჯორჯ! უკეთესია უკან, ტეხასში წახვიდე, რანჩოში, ჯიპით იარო, ჩვენ კი ამერიკაში 10 მილიონ რუსს გავგზავნით და ავირჩევთ ჩვენს პრეზიდენტს... არ გაბედო ბაღდადისთვის სროლა, ჯორჯ, უკეთესია, ერთად ვესროლოთ თბილისს, ბაქოს, სხვა ქალაქებს...“,- ჟირინოვსკის ამ სიტყვებს გარშემომყოფები ოვაციით ხვდებიან.
კომენტარები