1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

- კახა თარგამაძე ჩამოდის – კიდევ ერთი სიურპრიზი

ჩამოტვირთვა

ქვეყანაში ე.წ. „დაბრუნებების სერია“ გრძელდება: უკვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში დაბრუნებულთა რიცხვს ცოტა ხანში „რკინის კაცად“ წოდებული კახა თარგამაძეც შეუერთდება. შევარდნაძისდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში 14 იანვარს, ძველით ახალ წელს გეგმავს დაბრუნებას. თარგამაძისა და მის წინამორბედთა, მაგალითად კიტოვანის დაბრუნებას საზოგადოება არაერთგვაროვნად ხვდება: სოციალური ქსელების საშუალებით მოსახლეობა ყოფილ, კორუმპირებული შევარდნაძის პერიოდის ჩინოვნიკთა გამოჩენას არც თუ აღტაცებით ხვდება. მაგალითად, თენგიზ კიტოვანის ერთ–ერთ ფრაზას ინტერვიუდან, სადაც იგი აცხადებს, რომ ბიძინამ გადაარჩინა საქართველო სააკაშვილის რეჟიმისგან, წინა ხელისუფლების მხარდამჭერები გააღიზიანა. ისინი თვლიან, რომ თარგამაძის, კიტოვანის, მამალაძის და სხვათა დაბრუნება საქართველოში მხოლოდ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გახდა შესაძლებელი: როგორც ვნახეთ, მოსახლეობას სოციალური დაპირებების შესრულება უფრო აწუხებს, ვიდრე, შევარდნაძისეული ჩინოვნიკების დაბრუნება, ხალხი ფიქრობს, რომ მთავრობამ პირველ რიგში დანაპირებ გადასახადების შემცირებასა და პენსიების გაზრდაზე უნდა იფიქროს; ე.წ. „დაბრუნებების სერიას“ ოპოზიციაც მკვეთრად უარყოფით შეფასებას აძლევს; ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა უკან მიდის და კრიმინალთა ჩამოყვანა და ბოგინი საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. კახა თარგამაძე ალბათ უახლოეს მომავალში მოგვევლინება, თუმცა, ერთით მეტი, ან ნაკლები – არაფერს ცვლის; როგორც ხალხი ფიქრობს, მთავარია ტენდენცია და გეზი, რომელიც სწორად უნდა აიღოს ხელისუფლებამ, რომ შეძლოს ქვეყნის მართვა...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები