მსოფლიო
ივანიშვილი აღიარებს, რომ საქართველოს მსგავსი დაკავებების პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს
2012-12-24 14:20:16
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ დაპატიმრებებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს და ამიტომაც, ფორმა ვერ მოინახა. ამით პრემიერმინისტრმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ მსგავსი მასშტაბით წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნა-დაკავება მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოში არ მომხდარა და გამონაკლისი მხოლოდ საქართველოა. „ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მონიტორინგის ჩატარების, მაგრამ სამწუხაროდ, ფორმა ვერ მოინახა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან შესაძლო შეხვედრის თემასაც შეეხო:
„თუ აუცილებელი იქნება, რატომაც არა, მაგრამ ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ შეხვედრა შედგეს ან მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს ასე უნდა“, -აღნიშნა ივანიშვილმა.
კომენტარები