პოლიტიკა
ივანიშვილი: მოსამართლის ნებართვით ფარული მოსმენების უფლებას შევინარჩუნებთ
2012-12-24 14:18:15
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო სამსახურების მიერ გამოქვეყნებული ფარული სატელეფონო ჩანაწერები ლეგიტიმურად, მოსამართლის ნებართვით იყო მოპოვებული. „ამასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები, რომლებსაც დასაბუთებული პასუხები გაეცა. მე მითხრეს, რომ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს მოსამართლის ნებართვით მოსმენების შესაძლებლობა და ამას ამ ფორმით, ალბათ, ჩვენც შევინარჩუნებთ, თუმცა ეს აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ტოტალური მოსმენებისგან, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა“. საქართველოს პრემიერმინისტრი მედიის თავისუფლების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში დასრულდება ეპოქა, როცა ვინმე ტელევიზიის მფლობელი ხდებოდა და ეს უკვე პოლიტიკაში გამარჯვებისკენ გზის გაკაფვას ნიშნავდა.
კომენტარები