მსოფლიო
ივანიშვილი: ეკონომიკის ზრდა - სამ წელიწადში, აშშ-ში ვიზიტი - გაზაფხულზე
2012-12-24 14:13:44
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი-2“-ის შეკითხვას ეკონომიკის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ვარდნა და ზრდა ერთ-ორ დღეში არ ხდება. მისი თქმით, პირველ წელს რყევები საგრძნობი იქნება, მეორე წელი ამ თვალსაზრისით უკეთესი, მესამე კარგი და მეოთხე - ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება საგარეო ვიზიტებს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ 26 იანვარს აზერბაიჯანში, 17 იანვარს სომხეთში, შემდეგ კი თურქეთში მიემგზავრება. „რაც შეეხება აშშ-ში ვიზიტს, ალბათ, ყველაზე რეალისტურია, რომ ის გაზაფხულზე, მარტში შედგება“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
კომენტარები