პოლიტიკა
ივანიშვილი: გამარჯვებული კოალიციისგან ერთი-ორი გამგებლის ჩანაცვლება ნორმალურია
2012-12-24 13:31:47
ჩამოტვირთვა
პრემიერმინისტრი ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის მზია ფარესიშვილის კითხვის პასუხად მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არც აჩქარებს და არც ანელებს იმ პროცესს, რაც რეგიონებში ხდება, მაგრამ ეს ნორმალური პროცესია, რადგან კოალიციამ არჩევნებში გაიმარჯვა. „როცა კოალიციამ გაიმარჯვა და მმართველი პარტია დამარცხდა, ერთი-ორი გამგებლის ჩანაცვლება გამარჯვებული ძალის წარმომადგენლით ნორმალური პროცესია და ეს არ არის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა. არა მგონია, მოსახლეობისთვის ეს მტკივნეული იყოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კომენტარები