მსოფლიო
ივანიშვილი: პუტინი საქართველოსთან მიმართებაში ფრთხილი და პოზიტიური იყო
2012-12-24 12:40:10
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კითხვის პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საკმაოდ საინტერესოა, თუმცა, ახალი რკინიგზის ამოქმედება არ უნდა მოხდეს ძველის განტვირთვის ხარჯზე. მისი თქმით, სწორედ ეს იგულისხმა, როცა განაცხადა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. „ტელეიმედის“ ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებსაც შეეხო და განაცახადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა „ფრთხილი და პოზიტიური“ პოზიცია გამოხატა. მისივე თქმით, ძნელი სათქმელია, რა მოხდება ხვალ და ზეგ, მაგრამ მუშაობა დასახული გზით გაგრძელდება, რაც საბოლოოდ „რუსეთის ბაზარს დაგვიბრუნებს“.
კომენტარები