1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: „თოვლის ბაბუა გამოსავალი არ არის: ახალ წელსაც კი...“

ჩამოტვირთვა

„ჩვენ აუცილებლად გავიმართებით წელში ჩვენს ქვეყანასთან ერთად, მე კი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სულაც არ ვაპირებ ჩემი მოკრივის ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოვკიდო“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციის მონაწილეებს, რომელსაც უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ცნობილი მოკრივე ვიტალი კლიჩკოც ესწრებოდა. „ერთ პოლიტიკოსს ქვეყნის გარეთ და ერთს ქვეყნის შიგნით ძალიან აღიზიანებთ ჩემი, გიგისა და სხვების სიმაღლე. მათ გორაკზე ასვლა უწევთ იმისთვის, რომ როგორმე თანაბარ დონეზე აღმჩნდნენ, ჩემში კი არავითარ კომპლექსს არ იწვევს, რომ მსოფლიოში ჩემზე მაღალი პოლიტიკოსებიც არსებობენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოვიდა პოლიტიკური კლასი, რომელიც ადამიანებს იჭერს პოლიტიკური ნიშნით და იმის გამო, რომ მაღალი ინტელექტი აქვთ. „მათ თავი ქუდში აქვთ, რადგან ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მათი დევნა რომც დაიწყონ, ინტელექტუალიზმის ნიშნით ვერ დააპატიმრებენ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. შეეხო რა კრიმინოგენურ სიტუაციას საქართველოში, პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება ნარკომანიის პრობლემაზე გაამახვილა, რომელიც ბოლო დროს ისევ დადგა დღის წესრიგში. მისი თქმით, საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა ნარკოტიკი, რომელსაც „კროკოდილს“ უწოდებენ: „ამ ნარკოტიკის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ როცა მას გაიკეთებ ან დალევ, გგონია, რომ მიდიხარ წინ და ამ დროს კი მიდიხარ უკან. როგორც რუსეთთან დაკავშირებული სხვა უბედურება, სწორედ ეს ახასიათებს საქართველოში ერთ პოლიტიკურ კლასს“, - თქვა სააკაშვილმა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველოს გაუჩნდა ევროკავშირისა და ნატოს პერსპექტივა და ასეთ დროს მიუღებელია საქართველოს ქალაქებში სტალინის ძეგლების აღდგენა. „შეუძლებელია,მოგწონდეს ილია ჭავჭავაძე და დგამდე სტალინის ძეგლს, შეუძლებელია, მოგწონდეს წმინდა გრიგოლ ფერაძე და მუსულმანებს უკრძალავდე ლოცვას. ჩვენი სურვლია, საქაღტველოს ოჯახებმა თავად ირჩინონ თავი და არ იყვნენ დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ერთი კაცი: თოვლის ბაბუა გამოსავალი არ არის: ახალ წელსაც კი“, - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები