მსოფლიო
სასამართლომ ბრალდებულებს გირაო შეუფარდა
2012-12-22 16:09:15
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ქრთამის აღბისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაკავებულ ექვსივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, კახა დამენიასა და დევი კანდელაკს გირაოს სახით 30 - 30 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, გიორგი ნემსიწვერიძესა და იზაბელა გუტიძეს კი - 15 000 ლარი.
როგორც მოსამართლემ განმარტა, ბრალდებულებს გირაოს თანხის გადასახდელად 20-დღიანი ვადა მიეცათ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ისინი ამ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
კომენტარები