1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა გვარამია – გამოძიების მიზანი ვანო მერაბიშვილზე გასვლაა

ჩამოტვირთვა

ბრალდება აბსოლუტურად მოუმზადებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია, - ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული. არ მესმის, საერთოდ რატომ ვდგავარ აქ, მით უმეტეს, ასეთი მძიმე ბრალდებებით. მე ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას და დავეხმარე მეგობარს ფირმის დაფუძნებაში. თუ ეს დანაშაულია, შეგიძლიათ აქედან საერთოდ არ გამიშვათ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ასეთი ფაქტები ბევრია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ გამოძიების მიზანი ვანო მერაბიშვილზე გასვლაა. "თქვენი მიზანი ვანო მერაბიშვილზე გასვლაა. ვერ გახვალთ ამ კვალზე, რადგან ასეთი კვალი არ არსებობს. მე არ ვაპირებ ფაქტების მოგონებას და თქვენი პოლიტიკური მიზნების შესრულებას. დიახ, დღეს პროკურატურა არის პოლიტიკური მიზნების შემსრულებელი. ჩემი მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დროს საკუთარი თავისთვის პრემიაც კი არ გამომიწერია, რადგან ამასთან დაკავშირებით მაქვს ეთიკური პრობლემა. ვფიქრობ, რომ ვაწყდებით აბსოლუტურად მოუმზადებელ და მოტივირებულ პოლიტიკურ ბრალს. კონტრაქტების წერა, ფირმის დაარსებაში როგორც იურისტის მონაწილეობა და ამ ფორმით მეგობრის დახმარება, დანაშაული არ არის "რუსთავი 2"-ის ჩაქრობის ძალიან ბევრმა მცდელობამ ჩაიარა ყოველგვარი შედეგის გარეშე. მინდა გითხრათ, რომ ამას ვერავინ მოახერხებს. "რუსთავი2" იქნება, ჩემთან ერთად თუ ჩემს გარეშე", - აღნიშნა გვარამიამ.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები