პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი-''ნაციონალური მოძრაობა'' ბნელ წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს
2012-12-20 16:11:24
ჩამოტვირთვა
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას იმის დეკლარირებად მიიჩნევს, რომ უსმენენ.
როგორც მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეჩვეულია იმას, რომ ტელეფონში სერიოზულ თემებზე არ უნდა ისაუბროს.
"ის ჩანაწერი, რომელიც გამოაქვეყნეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა გამოძიების ვერსიას. სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას და იმას, რომ სერიოზულ თემებზე ტელეფონით არ უნდა ვისაუბრო, კარგა ხანია შეჩვეული ვარ. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო თანამდებობებზე აღარ ვმუშაობ, დასამალი აღარაფერი მაქვს. ყველაფერზე თავისუფლად შემიძლია საუბარი. ამ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნება კი იყო იმის დეკლარირება, რომ გვისმენენ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
დღესვე ვანო მერაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის "სხვა რეჟიმზე" გადადის,
მერაბიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების, ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაკავება შეაფასა და განმარტა, რომ მუშაობის "სხვა რეჟიმზე" გადასვლის გადაწყვეტილება სწორედ შექმნილი ვითარების ფონზე და იმიტომ მიიღეს, რომ დემოკრატიის შეზღუდვა და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება არ დაუშვას.
კომენტარები