1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახალხო დამცველი: ნიკა გვარამია გაოგნებულია

ჩამოტვირთვა

ნიკა გვარამია გაოგნებულია და მას არ აქვს წარმოდგენა, რაზეა საუბარი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ნიკა გვარამია და სხვა დაკავებულები მოინახულა. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ის გაესაუბრა დაკავებულებს, მათ შორის ნიკა გვარამიას. ომბუდსმენის თქმით, ნიკა გვარამია არ აღიარებს ბრალს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი "რუსთავი 2"-ს ხელმძღვანელად მის საქმიანობას უკავშირდება. ომბუდსმენის ცნობით, გვარამია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ზეწოლას უკავშირდება. გარდა გვარამიასი, ნანუაშვილი ასევე შეხვდა კახა დამენიას, დევი კანდელაკს, იზაბელა გოტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს. ომბუდსმენის თქმით, არც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს. ომბუდსმენის თქმით, ისინი ემოციების ქვეშ არიან და ვერ გაურკვევიათ, რა მოხდა, რადგან მანამდე არაერთხელ დაკითხეს და მათთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს მაინცდამაინც გუშინ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები