1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპარლამენტო უმცირესობამ საპარლამენტო საქმიანობა შეაჩერა

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმცირესობამ საპარლამენტო საქმიანობა შეაჩერა და თბილისში ბრუნდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარების, ქუთაისში პრეზიდენტისა და უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამართული აქციის, ასევე ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაპატიმრების გამო მიიღეს.საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ ფონზე ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება მათთვის შეუძლებელია, თუმცა მათი ეს ქმედება ბოიკოტად არ უნდა იქნეს აღქმული. უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე მომხდარ ფაქტებს აშკარა ზეწოლად და დაშინებად აფასებს. საპარლამენტო უმცირესობა დღევანდელ საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები