1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტი: ხალხში სიარულზე ხელს ვერავინ ამაღებინებს: ყველაფერი წაიღონ, ფეხით ვივლი...

ჩამოტვირთვა

“ვერავინ ამაღებინებს ხელს სიარულზე და ხალხთან შეხვედრაზე - შეუძლიათ წაიღონ დაცვა, ჯავშნიანი მანქანები და ვერტმფრენი - ფეხით ვივლი: საქართველო პატარაა და ყველგან მიმესვლება”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრის დროს. პრეზიდენტის განცხადებით, ვერც ასი, ვერც ორასი და ვერც ათი ათასი საქციელწამხდარი ადამიანი ვერ შეცვლის საქართველოს განვითარებას და ვერ დაანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს. “საქართველო არ არის ბრბო, საქართველოში არის ერი”-ამბობს ქვეყნის პირველი პირი და დასძენს, რომ რაც საქართველოში ხდება, სხვა ქვეყნებისთვის უჩვეულოა: “ძალიან ცოტა ქვეყანა ვიცი, სადაც ხელისუფლება მიტინგებს უწყობს ოპოზიციას და ეს ხდება საქართველოში”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები