1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

ჩამოტვირთვა

დიდი ოდენობით ქრთამის აღება, ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით დანაშაულებრივი სქემის შემუშავება და განხორციელება – ეს იმ ბრალდებათა ნუსხაა, რომელსაც გამოძიება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურსა და იუსტიციისა და განათლების ყოფილ მინისტრს ნიკა გვარამიას უყენებს. ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობაში კიდევ რამდენიმე პირს ასახელებს, ოფიციალური ინფორმაციით სქემაში მონაწილეოდნენ „ხრამჰესი“1, „ხრამჰესი2“ შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ და კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს „ელენდეფ სერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე და სააუდიტო კომპანია „გუტიძე, დამენია< ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია. მოწმის სტატუსით დაბარებულები უწყებაში მითითებული დროის მიხედვით მივიდნენ, მაგრამ რას ედავებოდა მათ გამოძიება, არაფერი იცოდნენ გამოძიება დაკავებულებს ამ დროისთვის უკანონოდ თელასიდან 500 ათასი ამერიკული დოლარის, „ხრამჰესი 1“ დან 50 ათასი ამერიკული დოლარის, „ხრამჰესი 2“ დან 50 ატასი ამერიკული დოლარის „მტკვარი ენერგეტიკიდან“ კი 400 ათასი ამერიკული დოლარის გადარიცხვაში ადანაშაულებს, რაც საერთო ჯამში მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები