მსოფლიო
ირაკლი ოქრუაშვილი შიმშილობს
2012-12-18 12:06:10
ჩამოტვირთვა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა. ოქრუაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შიმშილობა გუშინ დაიწყო, რითაც ის ე.წ. ზილების საქმეზე მოშიმშილე სხვა პირებს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც ირკვევა, ირაკლი ოქრუაშვილს კონკრეტული მოთხოვნა არ აქვს. ამ ფორმით ის უბრალოდ სოლიდარობას უცხადებს იმ ბიჭებს, რომლებიც პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღეს, ან მასში შეყვანაზე თავიდანვე უარი უთხრეს. თანაც, ე.წ. ზილების საქმეზე დაკავებული და მოშიმშილე ერთ-ერთი პირი იოსებ გიგუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის საკანში ზის.
გიგუაშვილის გარდა ე.წ. მატროსოვის ციხეში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძმები ტერაშვილებიც შიმშილობენ.
კომენტარები