მსოფლიო
თეა წულუკიანი: “დროებითი მინისტრი ვარ”; “ ჩემი პირადი ცხოვრება დაპაუზებულია...”
2012-12-16 10:07:59
ჩამოტვირთვა
იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პრესპრესში" პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზეც ისაუბრა. "არცერთი ჭორი არ მომწონს, მაგრამ ეტყობა, ბუნებრივია, როცა საზოგადოებაში გამოფენილი ხარ, შენზე მითქმა-მოთქმაა", - თქვა მან.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც მისი საქმრო საფრანგეთში ცხოვრობს: "ჩემი პირადი ცხოვრება დაპაუზებულია, რადგან არათუ საფრანგეთში წასასვლელი დრო არ მაქვს, არამედ სხვას პრაქტიკულად ვერაფერს ვაკეთებ, სამინისტროში ყოფნის გარდა. ", - თქვა მან.
წულუკიანს მიაჩნია, რომ დროებითი მინისტრია: "მე ვთვლი, რომ დროებითი მინისტრი ვარ, დროებით ვარ ამ თანამდებობაზე და ჩემი მთავარი ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება იყო".
კომენტარები