1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ალასანიამ უარყო, რომ ნატოს უარყოფდა: დებატები გოკა გაბაშვილთან „იმედზე“

ჩამოტვირთვა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გიორგი გაბაშვილთან ტელედებატების დროს, ირაკლი ალასანიამ უარყო გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში გამოქვეყნებული საკუთარი ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ამბობს ფრაზას: „დღეს და, მით უმეტეს, სააკაშვილის ნაბიჯებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნატოში გაწევრიანება არის განუხორციელებელი ამოცანა“. - ალასანიამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ეს მისი მოგონილი ინფორმაციაა. იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტმა იქვე წაუკითხა თავისივე ციტატა, ირაკლი ალასანია აქტიურად იმეორებდა: „არსად, მსგავსი რამ არასდროს არ მითქვამს“. ალასანიამ საკუთარ სიტყვებზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც იგი გოკა გაბაშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა „ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ პოზიციის ტრანსფორმირებაში“. გაბაშვილმა თქვა, რომ „ჯერ არსად უნახავს, ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ პოლიტიკური პოზიცია ასე კარდინალურად ვინმეს შეეცვალოს“. პასუხად ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მას სიტყვები „განუხორციელებელი ამოცანა“ საერთოდ არ უხსენებია და განმარტა, რომ საქართველოს ნატოში ამ ეტაპზე არ მიიღებენ, რადგან ქვეყანა არ აკმაყოფილებს ამ ალიანსის სტანდარტებს. ალასანიამ მიზეზებიც ჩამოთვალა, მაგრამ გოკა გაბაშვილმა მოუჭრა: „საქმე ის გახლავთ, ბატონო ირაკლი, რომ თქვენი შეფასებები არ ემთხვევა თვითონ ნატოს შეფასებებს, ცივილიზებული სამყაროს შეფასებებს საქართველოს შესახებ. თქვენი და თქვენი ახალი უფროსის შეფასებები ემთხვევა მხოლოდ და მხოლოდ პუტინისა და მედვედევის შეფასებებს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები