1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თენგიზ გუნავას „არაოფიციალური“ ბრალი: „სამშვიდობოების“ დაკავება ომამდე ორი თვით ადრე

ჩამოტვირთვა

2008 წლის მაისის ბოლოს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან ქართველმა პოლიციელებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და „ურალის“ მარკის სამხედრო ავტომანქანა დააკავეს, სადაც რამდენიმე რუსი, ე.წ. სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი იჯდა. „ურალით“ გალიდან ზუგდიდის რაიონში ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვები გადაჰქონდათ. იმის გათვალისწინებით, რომ 12კმ-იან უსაფრთხოების ზონაში მძიმე შეიარაღების ან მსგავსი საბრძოლო მასალის გადატანა შეთანხმებით იკრძალებოდა, ქართველმა სამართალდამცველებმა რუს სამხედროებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ე.წ. სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რის შემდეგაც ისინი განაიარაღეს, ასფალტზე დააწვინეს და მოგვიანებით, პოლიციის სამმართველოში სამხედრო ტვირთთან ერთად გადაიყვანეს. სამხედროები ცხრასაათიანი დაკითხვის სემდეგ გაათავისუფლეს და პირადი იარაღიც დაუბრუნეს, თუმცა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუბრუნებიათ. ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა თენგიზ გუნავაც, რომლის აქტიურობა კარგად ჩანს კადრებში, რომლებმაც მსოფლიო მოიარა. მოგვიანებით, უკვე 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსი ოკუპანტები ზუგდიდში შემოვიდნენ, მათ ზეპირად იცოდნენ ყველა იმ პოლიციელის სახელი და გვარი, ვინც ზემოთაღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა 2008 წლის აგვისტოში ადგილობრივი ხელისუფლებისგან ისევ კატეგორიულად მოითხოვეს ჭურვების დაბრუნება, რაზეც უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ ისინი უკვე გაუვნებელყოფილი და უტილიზებული იყო. სამეგრელოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ინფორმირებულია 2008 წლის მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, მიიჩნევს, რომ რუსებს სწორედ იმ დღიდან აქვთ დაგეგმილი შურისძიება თენგიზ გუნავაზე, რასაც, ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ, მით უმეტეს, არსებობს კადრები, სადაც 2008 წლის აგვისტოში, მიუხედავად იდენტიფიცირების საფრთხისა, თენგიზ გუნავა სამხედრო ფორმაში, იარაღასხმული პოლიციელის რანგში დახვდა რუს ოკუპანტთა პირველ კოლონას და რუს პოლკოვნიკს ესაუბრა კიდეც, თუმცა, შეხვედრისას სულ სხვა სახელი და გვარი დაუსახელა... გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც ზუგდიდში მომხდარ დაკავებაზე რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაიცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები