მსოფლიო
ივანიშვილი სოციალურად დაუცველებს: „თქვენ რომ დაგაკმაყოფილოთ, ხვალ ყველა აქ დადგება“
2012-12-12 19:31:21
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სოციალურად დაუცველმა იმ მოქალაქეებმა, რომლებიც რკინიგზის საავადმყოფოში შეიჭრნენ, აქცია მოაწყვეს, ორმა ქალბატონმა კი პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით პირი ამოიკერა.
ბიძინა ივანიშვილი მათ შეხვდა და ესაუბრა. პრემიერის განცხადებით, ბიუჯეტი მთლიანად სოციალურია და უფრო მეტის გაკეთების საშუალება დღეს არ არის.
ბიძინა ივანიშვილისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შეხვედრისა და საუბრის კადრები „რუსთავი2“–მა გაავრცელა.
„თქვენ რომ დაგაკმაყოფილოთ, ეს არ დაიფარება. ამის მერე ხვალ ყველა მოვა და აქ დადგება. იმის საშუალება არ არსებობს, რომ ყველასთვის საჭირო თანხას გავწვდეთ“, – უთხრა სოციალურად დაუცველებს მილიარდერმა.
კომენტარები