მსოფლიო
შეშფოთებული ამერიკელი სენატორები ივანიშვილს ღია წერილს უგზავნიან
2012-12-12 12:31:42
ჩამოტვირთვა
„ფორინოლისი“ ამერიკელი სენატორების ღია წერილს აქვეყნებს. სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე დაკავებების გამო და საქართველოს პრემიერ–მინისტრს ღია წერილს უგზავნიან, სადაც მოუწოდებენ, მაქსიმალურად აირიდოს თავიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავება, აღქმითაც კი. სენატორების შეშფოთება გამოიწვია მაია ფანჯიკიძის კომენტარმაც, სადაც მან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კრიმინალებად მოიხსენია:
,,ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ პოლიტიკური ფიგურების დევნისა და
დაკავებების გამო,რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან არიან დაკავშირებულები. დიდ წუხილს გამოვთქვამთ რომ ეს ნაბიჯები შესაძლოა პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიმართულია არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებისაკენ“- ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
კომენტარები