პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრს შენობაზე აღსამართავად დროშას უსახსოვრებენ
2012-12-11 12:30:16
ჩამოტვირთვა
საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებმაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს იუსტიციის სამინისტროს შენობის თავზე საქართველოს დროშის დაბრუნების მოთხოვნით, დღეს განცხადებას შეიტანენ. დროშის დაბრუნება ძველ ადგილას 500–ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა. იდეის ინიციატორმა თეა თუთბერიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც დაინტერესებულ პირებს იუსტიციის სამინისტროსთან ეპატიჟება იმ დროს, როცა კანცელარიაში განცხადება გატარდება. აქციის ინიციატორები იუსტიციის მინისტრისთვის სპეციალური საჩუქრის გაკეთებას გეგმავენ და სამინისტროსთან დიდი ზომის საქართველოს დროშასაც მიიტანენ.
კომენტარები