მსოფლიო
ვლადიმირ ბედუკაძეს დააპატიმრებენ
2012-12-11 12:04:14
ჩამოტვირთვა
მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი მოცემულობით ვლადიმირ ბედუკაძე ძებნილია, ამიტომაც, საქართველოში ჩამოსვის შემთხვევაში, იგი აუცილებლად გახდება პატიმარი. კბილაშვილის თქმით, პროკურატურა ამჯერად ბედუკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სწავლობს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ მაშინ შეწყდება, თუკი პროკურატურა ჩათვლის, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის. ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება პროკურატურას არ მიუღია.
კომენტარები