1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიტიკურ დევნას გარიდებული სამხედროები მე–4 ბრიგადაზე ლონდონიდან ჰყვებიან

ჩამოტვირთვა

საქართველოდან ლონდონში დროებით წასული ქართველი ოფიცრების წერილმა, სადაც ისინი თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებდნენ და თავდაცვის სამინისტროში 2008 წლის შემდეგ ბაჩო ახალაიას ინიციატივით ჩატარებულ რეფორმებზე ჰყვებოდნენ, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ITV.ge-მ მათთან ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოფიცრები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ მათი განცხადებისა და პათოსის სათავისოდ გამოყენებას. მე–4 ბრიგადის 41–ე ბატალიონის სერჟანტი ლაშა გოგიტიძე და ცალკეული საბრძოლო ასეულის სერჟანტი ლევან ირემაშვილი ამბობენ, რომ ყველა ჩვენება, რომლებიც მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არის გამოყენებული, მიცემულია იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების მიერ, რომლებიც უდისციპლინობისა და სათანადო მომზადების არქონის გამო სამხედრო სამსახურში ან არ მიიღეს, ან ბრიგადიდან დაითხოვეს. მათივე თქმით, ამ ჩვენებების სანაცვლოდ ბევრ მათგანს სამომავლოდ კარგ თანამდებობებსაც დაპირდნენ. სერჟანტები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოდან სამუდამოდ არ წასულან, ხოლო მათი წასვლა განპირობებული იყო კეთილისმსურველთა შეტყობინებით იმის შესახებ, რომ მათაც დაპატიმრებას უპირებდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები