1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„აოცნებებულ“ ნაციონალებს სახლის კარებთან ვირთხები დაუხატეს და ხაფანგები დაუტოვეს

ჩამოტვირთვა

როგორც დივერსიული აქტების დროს უცხოეთის ქვეყნებში ხდება, ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა „ფეისბუქზე“ შექმნილმა გვრდმა „ვირთხები“ აიღო: მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ორ დეპუტატს, რომლებმაც პარტიიდან წასვლის შესახებ ხმაურიანი განცხადება გააკეთეს და მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს, ეს სიურპრიზი სწორედ ამ გვერდის ადმინისტრატორებმა მოუწყვეს. სიურპრიზი მხატვრობის ჟინის მოძალებით არ ამოწურულა: გვერდის ადმინისტრატორებმა "სიზმარას" ცნობილი ეპიზოდის მელოდიის თანხლებით კლიპიც დაამზადეს. „თვალყური ადევნე ვირთხების რბოლას!“, – ასე მთავრდება კლიპის პრეზენტაციის ტექსტი, სადაც წერია: ”გაცნობებთ, რომ გაიხსნა facebook-ის გვერდი „ვირთხები“, რომლის მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმ პიროვნებებზე, რომლებმაც პირადი კეთილდღეობისა და გამორჩენის საფასურად უღალატეს თავიანთ პოზიციასა და მეგობრებს - ვირთხებივით გადაბარგდნენ "ქართულ ოცნებაში“. ქართული საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას ასეთი ვირთხების შესახებ და ჩვენ, facebook-ის გვერდის გარდა, ვაპირებთ, გამოვიყენოთ კანონით დაშვებული უკლებლივ ყველა მეთოდი. პარლამენტის წევრი რევაზ შავლოხაშვილი და ქ. თბილისის საკრებულოს წევრი მერაბ რაფავა. მათ საცხოვრებელ სახლთან გუშინ, ღამით ჩვენ გავაკეთეთ წარწერები და დავხატეთ მათი პორტრეტები. თვალყური ადევნე პოლიტიკური ვირთხების რბოლას!!!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები