პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: უცხოელ კოლეგებს ყველა კითხვაზე ვუპასუხე
2012-12-10 19:01:41
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს მიმდინარე კვირის განმავლობაში შეხვდება - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთა.
მისი თქმით, შეხვედრა შედგება ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, თუმცა საგარეო უწყების ხელმძღვანელს ადგილი არ დაუკონკრეტებია. ფანჯიკიძის განმარტებით, რუსეთის მხარე დაეკონტაქტა უშუალოდ ზურაბ აბაშიძეს.
მაია ფანჯიკიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში საგარეო ვიზიტებიც შეაჯამა და მათ წარმატებული უწოდა. საერთაშორისო პრესის მიერ საქართველოს ახალი მთავრობისგან დაწყებული დაპატიმრებების გამოხმაურებასთან დაკავშირებით ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ მან უცხოელი კოლეგების ყველა კითხვას გასცა პასუხი.
კომენტარები