პოლიტიკა
„თავისუფალი ზონა“ - არ: მოიტყუო, ითავხედო, დაიჭირო გმირი, დაანგრიო, -ჩილ კბილაშვილი...
2012-12-10 08:50:15
ჩამოტვირთვა
„ფეისბუქზე“ ახალი ორგანიზაციის გვერდი გაჩნდა. „თავისუფალი ზონა“ - ასე ჰქვია ფბ-ზე გამოჩენილ გვერდს, რომელიც 9 დეკემბერს დარეგისტრირდა სოციალურ ქსელში და უკვე 300-ზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა.
„მე ვარ! მე ვფიქრობ! მე მინდა!“ - ასეა აღნიშნული ფბ-ზე ორგანიზაციის შესახებ აღწერაში.
ამავე გვერდზე 9 დეკემბერს ატვირთულმა ვიდეომ კი, რომელსაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომრის ფონზე, შესაბამისი ვიდეო ან ფოტოკადრის თანხლებით გასდევს მოწოდებები იმისა, თუ რა არ უნდა გააკეთო („არ მოიტყუო, არ შეთითხნო ბრალდება, არ გააძვირო, არ დაანგრიო...) დიდი მოწონებით სარგებლობს.
ვიდეო გუშინდელი საღამოს შემდეგ 250-ზე მეტმა მომხმარებელმა გაიზიარა.
„თავისუფალი ზონის“ გვერდი „ფეისბუქზე“:
https://www.facebook.com/pages/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90/304430243009865
კომენტარები