პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ
2012-12-08 16:00:48
ჩამოტვირთვა
„ეს კაცი მრავალი წელია, მხოლოდ უცხოელებს ელაპარაკება და ქართველი ხალხი კი დაავიწყდა. ახლაც ასე აგრძელებს,“, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უცხოურ მედიასთან გახმიანებულ იდეას, რომ საჭიროა ივანიშვილთან მისი პირისპირ შეხვედრა.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამ შეხვედრის აუცილებლობა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებს დაუკავშირა, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შეხვედრა აუცილებელი არ არის:
„ამ შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თორემ პრობლემა არ არის... მე მოვუწოდებ მათ კიდევ ერთხელ, რომ რიტორიკა შეიცვალონ და ნუ ცდილობენ ფონს გასვლას ისევ სიცრუით. სიცრუით მათ მოახერხეს ის, რაც მოახერხეს...“, - დაამატა ივანიშვილმა.
კომენტარები