მსოფლიო
ივანიშვილი: მერაბიშვილს მხარდამჭერთა მობილიზებისთვის რამდენიმე დღე დასჭირდა...
2012-12-08 15:42:18
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმრავლესობასთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნუკრი ქანთარიას გუშინდელი განცხადება არ განუხილავს: „მე ტელევიზიით მისი რეაქცია ვნახე, ნუკრი ქანთარიას დიდი ხანია ვიცნობ, ის კულტურული კაცია“, - თქვა ივანიშვილმა.
მილიარდერმა ირონია ვერ დამალა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით: „მე მივაქციე ყურადღება კადრებს, როგორ გმირივით გამოვიდა დაკითხვიდან ბატონი მერაბიშვილი. ეს ნორმალური პროცესია, რადგან ყველას გვახსოვს, რა იყო არჩევნებამდე. მან მხარდამჭერთა მობილიზებაც მოახერხა, ამისთვის რამდენიმე დღე დასჭირდათ“, - განაცხადა პრემიერმა და ჟურნალისტებს სთხოვა:
„გადაეცით მათ, რომ ყველა დაკითხვას და დაბარებას პოლიტიკურ სარჩულს ნუ მიაკერებენ, ცოტა რეალობაში მოვიდნენ...“
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს უთსაათიანი დაკითხვიდან გამოსულ ვანო მერაბიშვილს შენობის წინ შეკრებილი მხარდამჭერები ოვაციით შეხვდნენ და გააცილეს. „ვანო მაგარია!“-ყვიროდნენ შეკრებილები.
კომენტარები