1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილი: მერაბიშვილს მხარდამჭერთა მობილიზებისთვის რამდენიმე დღე დასჭირდა...

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმრავლესობასთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნუკრი ქანთარიას გუშინდელი განცხადება არ განუხილავს: „მე ტელევიზიით მისი რეაქცია ვნახე, ნუკრი ქანთარიას დიდი ხანია ვიცნობ, ის კულტურული კაცია“, - თქვა ივანიშვილმა. მილიარდერმა ირონია ვერ დამალა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით: „მე მივაქციე ყურადღება კადრებს, როგორ გმირივით გამოვიდა დაკითხვიდან ბატონი მერაბიშვილი. ეს ნორმალური პროცესია, რადგან ყველას გვახსოვს, რა იყო არჩევნებამდე. მან მხარდამჭერთა მობილიზებაც მოახერხა, ამისთვის რამდენიმე დღე დასჭირდათ“, - განაცხადა პრემიერმა და ჟურნალისტებს სთხოვა: „გადაეცით მათ, რომ ყველა დაკითხვას და დაბარებას პოლიტიკურ სარჩულს ნუ მიაკერებენ, ცოტა რეალობაში მოვიდნენ...“ შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს უთსაათიანი დაკითხვიდან გამოსულ ვანო მერაბიშვილს შენობის წინ შეკრებილი მხარდამჭერები ოვაციით შეხვდნენ და გააცილეს. „ვანო მაგარია!“-ყვიროდნენ შეკრებილები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები