პოლიტიკა
ზურაბ ზვიადაური ინციდენტზე პარლამენტში: რომ ჩავრთულიყავი, ვინმე დასიებული იქნებოდა...
2012-12-08 11:59:42
ჩამოტვირთვა
8 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე ნუკრი ქანთარიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, შესვენებაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში არ გადაზრდილა. უმრავლესობის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ზურაბ ზვიადაურმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეკითხვაზე, ჩაერია თუ არა დაპირისპირებაში, უპასუხა: „რომ ჩავრეულიყავი, ახლა ვინმე დასიებული იქნებოდა“.
შეგახსენებთ, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის სხდომაზე უმცირესობას მოუწოდა, „პოლიტიკურ სუტინიორობას“ შეეშვან და „ორი, ჯერჯერობით ნათელთვალება გოგო“(ქანთარიამ მეგი ბოკუჩავა და მარიამ საჯაია იგულისხმა) გაათავისუფლონ.
კომენტარები