1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი პოლიტიკოსები ლავროვის განცხადებას ეხმაურებიან

ჩამოტვირთვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ირაკლი ალასანია რუსეთის ხელისუფლებას რიტორიკის შეცვლისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ კრემლი ახალი მთავრობის მიერ გაცხადებულ პოზიტიურ სიგნალებს შემხვედრი ნაბიჯებით უპასუხებს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთის რიტორიკა გაუგებარია. მისი თქმით, საქართველო პოზიციას არ ცვლის, მიესალმება ურთიერთობის ნორმალიზებას, თუმცა არა ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობაც ეხმაურება. გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ რუსეთი პოზიციებს არ დათმობს, ვიდრე საქართველო უარს არ იტყვის ქვეყნის სუვერენიტეტზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქართველი მეზობლები საუბრობენ ურთიერთობის ნორმალიზებაზე, თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავენ, რაც ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები