1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს მერაბიშვილის საქმეზე მასალებს აქვეყნებს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ჩვენებებს აქვეყნებს. ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ის მოწმის სახით 2 დეკემბერს დაიკითხა. საქმეზე ასევე დაკითხულები არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ზურაბ დარჩიაშვილი, ამავე სამსახურის თანამშრომელი გიორგი გიორგაძე და მესაზღვრე-კონტროლიორი. ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვანო მერაბიშვილის გამოძიების საქმეზე ისაუბრა მთავარმა პროკურორმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გამოძიება მშვიდად და აკადემიურად მიმდინარეობს. კბილაშვილის განმარტებით, როცა საზღვრის გადაკვეთისას ინსპექტორს წარედგინა პასპორტი, რომელიც სხვა პირზე იყო გაცემული და ფოტო ვანო მერაბიშვილს ეკუთვნოდა, არ შეიძლებოდა რომ გამოძიება არ დაწყებულიყო. მთავარი პროკურორის თქმით, საქმიდან გამომდინარე დაიკითხნენ პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი. არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილის ჩვენება და ფაქტები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას ახორციელებს, რაც ბაქრაძის აზრით, დაუშვებელია. დავით ბაქრაძე მერაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აბსურდულს უწოდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები