მსოფლიო
კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გირაო დაეკისრა
2012-11-24 13:49:25
ჩამოტვირთვა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილე ვანო პეტრიაშვილს 5-ათასლარიანი გირაო დააკისრა.
გამოძიება პეტრიაშვილს, ლევან ბეჟაშვილის სასარგებლოდ, სიღნაღის მე-5 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის გაყალბებას ედავება. იმ პერიოდში პეტრიაშვილი ცესკო-ს წარმომადგენელი იყო სიღნაღის მე-15 საარჩევნო ოლქში.
ადვოკატების განმარტებით, განსასჯელი თავს დამნაშავედ არ ცნობს და არც გირაოს თანხის გადახდას აპირებს.
პეტრიაშვილი არასაპატიმრო ღონისძიების გადაწყვეტილების მიუხედავად, სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ.
კომენტარები