მსოფლიო
ამინისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო
2012-11-19 16:41:34
ჩამოტვირთვა
საქართველოს პარლამენტში ამინისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო,რადგან რეკომენდაციები სხვადასხვა სამინისტროსგან უნდა მიიღონ.
თუმცა,კანონპროექტთან დაკავშირებით ,საკუთარი აზრისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალება დეპუატატებს დღეს მაინც ჰქონდათ. მსჯელობა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ხმაურიან,პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა.
პროექტის მიხედვით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პრობაციონერები, ასევე პირები, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, თითქმის ყველა, ვისაც 5 წლამდე აქვს მისჯილი.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა მოეხსნებათ.
კომენტარები