მსოფლიო
თენგიზ გუნავამ სპეციალური ბრიფინგი გამართა
2012-11-19 16:39:02
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამა "პრაიმ ტაიამის" პრეს კლუბში დღეს სპეციალური ბრფინგი გამართა.
მან დეტალურად ისაუბრა როგორ მოხდა მისი დაკავება, ჩხრეკა და პრკურატურაში დაკითხვაზე გადაყვანა. მისი თქმით,იარაღი და ნარკოტიკული საშუალება 'ჰეროინი' რომელიც ჩხრეკისას ამოიღეს, მას არ ეკუთვნოდა.
გუნავამ დაკავების ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და განაცხადა, რომ ისჯება ბაჩო ახალაიასთან მეგობრობის გამო.
როგორც თენგიზ გუნავამ განაცხადა,ადვოკატებმა პროკურატურაში საჩივარი უკვე შეიტანეს და იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, ვინც გუნავას დაკავებაში მონაწილეობა მიიღო.
კომენტარები