მსოფლიო
გიორგი კალანდაძე პროკურატურაში მორიგ დაკითხვაზე იმყოფება
2012-11-19 16:27:06
ჩამოტვირთვა
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე პროკურატურაში მორიგ დაკითხვაზე იმყოფება. დაკითხვას მისი ადვოკატი, გოგიტა გაბაიძეც ესწრება.
კალანდაძეს პროკურატურის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საქმეზე დაიბარეს პროკურატურაში. ამ საკითხზე არც მისი ადვოკატი საუბრობს.
გიორგი კალანდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 7 ნოემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაოს - 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რისი გადახდის შემდეგაც გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ პროკურატურამ კალანდაძეს ახალი ბრალი წარუდგინა, რის შემდეგაც მას, თავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს თანხის - 10 ათსი ლარის გადახდა კიდევ მოუწია.
კომენტარები